• weather cur horoscope

    შსს - კონფლიქტი სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო

    პარასკევი, 15 ივნისი 2018 13:23 view 2508
    ფოტო არქივიდან © სამხრეთის კარიბჭე ფოტო არქივიდან © სამხრეთის კარიბჭე

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო. „სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, - განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, რუსეთის სახელმწიფო ნომრებით მოძრავ მანქანაზე ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტო იყო გაკრული და რამდენიმე მანქანა ხეობაში ასე მოძრაობდა, მანქანებიდან კი სკანდირებდნენ „ახმადი ძლიერია“.

    ამ ფაქტმა ადგილობრივების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ ავტომობილებიდან ახმად კადიროვის ფოტოების მოხსნა მოითხოვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

    მუსლიმები დღეს რამადანის დასრულებას და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულს, რამადან ბაირამს (არაბულად - იდ ალ-ფიტრი) აღნიშნავენ. დღესასწაული სამი დღე გაგრძელდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში მურად ქავთარაშვილის სახლი დაცხრილეს

    ღამის 12 საათისთვის სროლა იყო პანკისის ხეობის სოფელ დუისში. პანკისის…

    პანკისის სათემო ორგანიზაციის განცხადება

    პანკისის სათემო ორგანიზაცია ეხმაურება 23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ…

    დაპირისპირება ქისტებსა და მატნელებს შორის გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო

    სოფელ მატანთან, პანკისის ხეობის შესასვლელში 400-მდე კაცია შეკრებილი და ცენტრალური…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]