• გურჯაანში რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დააკავეს

    შაბათი, 04 აგვისტო 2018 19:05 view 4888
    ფოტო მუსა ხანგოშვილის Facebook-ის გვერდიდან ფოტო მუსა ხანგოშვილის Facebook-ის გვერდიდან

    რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დღეს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    ხანგოშვილი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ცხოვრობს. ის საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. პანკისის ხეობის სოფელ დუისში მუსა ხანგოშვილს დედა ჰყავს.

    პანკისში ყოფნისას მუსა ხანგოშვილსა და სამართალდამცავებს შორის ინციდენტი მოხდა. მუსა ხანგოშვილის თქმით, ის ახმეტის პოლიციის დუისის ქვეგანყოფილებაში მეგობრის, თემურ არაბულის სანახავად მივიდა, რომელიც ამჟამად განყოფილების უფროსია. მოგვიანებით ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სასამართლომ ხანგოშვილს 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა და გაათავისუფლა.

    როგორც პანკისის სათემო რადიო WAY-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუმარტეს, მუსა ხანგოშვილი მეორედ, 4 აგვისტოს, გამთენიისას, გურჯაანში დააკავეს. „ის ავტომობილით გზაზე იყო შეჩერებული. სამართალდამცავებმა ვინაობის გადამოწმების მიზნით, მას საბუთები მოსთხოვეს, რაზედაც მუსა ხანგოშვილმა აგრესია გამოხატა და პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, - განაცხადეს შსს-ში.

    დაკავებამდე „რუსთავი 2“-თვის მიცემულ ინტერვიუში მუსა ხანგოშვილი ადასტურებს, რომ ის რამზან კადიროვთან მეგობრობს და მისი გულისთვის თავსაც მოიკლავს, თუმცა ამბობს, რომ პანკისში კადიროვის დავალებით არ ჩასულა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]