• ბირკიანში მოსახლეობას ელექტროტექნიკა მასობრივად გადაეწვა

    ორშაბათი, 19 სექტემბერი 2016 16:25 view 5165
    ბირკიანში მოსახლეობას ელექტროტექნიკა მასობრივად გადაეწვა

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, სავარაუდოდ ელექტროენერგიის მაღალი ძაბვის გამო, მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა მასობრივად გადაეწვა. დამწვარია მაცივრები, ტელევიზორები, სარეცხი მანქანები და სხვა ტექნიკა. შემთხვევა გუშინ დილით მოხდა. ინფორმაციას პანკისის სათემო რადიო WAY ავრცელებს.

    ბირკიანის მაცხოვრებლები კახეთის ენერგოდისტრიბუციისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

    „გადაგვეწვა მაცივარი, ტელევიზორის ბლოკი. გარეთ ვიყავი, ოჯახის წევრების წივილ – კივილზე შევვარდი ოთახში, რა ხდება მეთქი. ტექნიკას ბოლი ასდიოდა. ზედმეტი დენი შემოვიდა. ვისაც იმ მომენტში ჩართული ჰქონდა ტელევიზორი, მაცივარი, ყველაფერი დაიწვა.უყურადღებობის ბრალია. ჩამოკიდებულია მთელი ხაზები, ბოძები დაზიანებულია, დამპალია ყველაფერი“,– ციტირებს პანკისის სათემო რადიო WAY ბირკიანში მცხოვრები რამზან ფარეულიძის კომენტარს.

    ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციაში“ აცხადებენ, რომ ელექტროტექნიკის დაწვის შესახებ კომპანიისთვის არავის მიუმართავს.

    შეგახსენებთ, გასულ კვირას „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ მიერ მომხმარებელთა უფლებების დარღვევის და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმები იყო პანკისის სათემო რადიო WAY–ის გადაცემა „მთავარი თემის“ ძირითადი საკითხი.

    „კახეთის ენერგოდისტრიბუცია ბოლო 7 წელია იმყოფება მძიმე ვითარებაში, რომელიც პირდაპირ გავლენას ახდენს მომხმარებელთა უფლებრივ მდგომარეობაზე. პრობლემა დაკავშირებულია ელექტროენერგიის არასათანადო ხარისხთან. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში კახეთიდან განცხადებების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. კომპანია არღვევს კანონმდებლობის მოთხოვნებს და ჩვენ არ გამოვრიცხავთ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს. მიგვაჩნია, რომ უკვე გადამჭრელი ზომები უნდა იქნას მიღებული“, – განაცხადა  სტუდიაში სტუმრად მყოფმა ენერგოომბუდსმენის უფროსმა თანაშემწემ, ვალერი ფხაკაძემ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]