• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    ომალოში «ოცნების» კანდიდატი კადიროვების მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია

    კვირა, 07 აპრილი 2019 22:54 view 9838
    ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

    საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ ახმეტის რაიონში, ზემო ხალაწნის თემში მაჟორიტარობის კანდიდატად მერის წარმომადგენელი როსტომ (რუსლან) ალხანაშვილი წარადგინა. მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ ალხანაშვილი საკრებულოს წევრობის ღირსეული კანდიდატია.

    „რუსლანმა თავისი ახალგაზრდული ცხოვრებით, რწმუნებულად მუშაობისას დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი კიდევ მეტი სიკეთე გააკეთოს ამ სოფლისთვის. ის მოწადინებულია და უნდა მივცეთ საშუალება, რომ თქვენი პრობლემები უფრო კარგად წარმოაჩინოს უკვე საკრებულოში“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

    „მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსლანი არჩევნებში გაიმარჯვებს და რატომ ვარ დარწმუნებული? წელიწადზე მეტია მასთან ერთად ვმუშაობ სახელმწიფო სამსახურში. ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აინტერესებს დღეა, დილაა, საღამოა, სოფელს თუ რამე უჭირს, ყოველთვის აქტიურია“, - ასე დაახასიათა მაჟორიტარობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა.

    ზემო ხალაწნის ადმინისტრაციული ერთეული 5 სოფელს მოიცავს - ომალო, ზემო ხალაწანი, დუმასტური, შუა ხალაწანი და ქვემო ხალაწანი. როსტომ ალხანაშვილი 2013 წლიდან გამგებლის, ახლა უკვე მერის წარმომადგენელია.

    საზოგადოებას მან თავი 2018 წლის ზაფხულში მომხდარი ინციდენტით დაამახსოვრა. 15 ივნისს, პანკისის ხეობაში კადიროვების მხარდამჭერი აქცია გაიმართა, ადგილობრივები გამოჩნდნენ ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის, ახმად კადიროვის ფოტოებით და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს ყვიროდნენ. პანკისის სათემო რადიოსთვის, არაერთი სარწმუნო წყაროსგან დადასტურებულად არის ცნობილი, რომ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი როსტომ ალხანაშვილი იყო.

    კადიროვების მხარდამჭერ აქციას პანკისში დაპირისპირება მოჰყვა ადგილობრივებს შორის. მოსახლეობის ნაწილი მანქანებიდან ახმად კადიროვის დიდი ზომის ფოტოების მოხსნას და აქციის შეწყვეტას ითხოვდა.

    მდგომარეობის განმუხტვის მიზეზით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხეობაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯგუფები შეიყვანა.

    ინციდენტთან დაკავშირებით პანკისის სალაფიტური თემის იმამმა განაცხადა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ და არ დაუშვან მსგავსი სახის პროვოკაციები.

    მომხდარს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა პანკისის უხუცესთა კავშირიც. უხუცესებმა ხელისუფლებისგან მოითხოვეს საჯარო განმარტება, „რატომ იყვნენ საჯარო მოხელეები ჩართული ამ პროვოკაციაში, რომელიც შეიძლებოდა ცუდად დამთავრებულიყო პანკისისთვის და მთლიანობაში ქვეყნისთვის? ვინ იდგა ამ პროცესების სათავეში? ვის აწყობდა არეულობა პანკისში?“

    კადიროვების მხარდამჭერი აქციიდან რამდენიმე დღეში, პანკისში ჩასულ კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს ხეობის სოფლებში როსტომ ალხანაშვილიც მასპინძლობდა.

    რას დაპირდა გუბერნატორი პანკისელებს

    ზემო ხალაწნის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მაჟორიტარ წევრს მაგდანა ალხანაშვილს საკრებულომ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 2018 წელს მაგდანა ალხანაშვილი შვედეთში წავიდა და თავშესაფარს ითხოვს.

    მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი პანკისელებს, ალაზნის მარცხენა მხარეს მდებარე სოფლებში პრობლემების მოგვარებას დაპირდა:

    „ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ბევრი რამ გააკეთოს იმისთვის, რომ ხეობა კარგად იყოს ინტეგრირებული დანარჩენ ქვეყანასთან. ამიტომ, ჩვენ პირველ რიგში აქცენტს ინფრასტრუქტურაზე ვაკეთებთ. უამრავი რამე გაკეთდა, მაგრამ ალაზნის მარცხენა მხრის სოფლები შედარებით უფრო მიტოვებულივით იყო, მეორე მხარეს მეტი პროექტი განხორციელდა.

    ორი დღის წინ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მთის ფონდიდან 1 075 000 ლარი გამოიყო, რომ გაკეთდეს ხალაწნების 3 კილომეტრიანი გზა. ამ გზის მშენებლობა წელს დაიწყება.

    მეორე საკითხი იყო და ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი გზაც გაკეთდება, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება.

    მარტო გზა აღარ გვაკმაყოფილებს. კახეთში სადაც არ უნდა მიხვიდე, რომ იტყვი, გზა გავაკეთეო, არავის აღარ უკვირს ეს. დასაწყისში ყველასთვის სასიამოვნო იყო, მაგრამ დღეს უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა.

    პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ახალგაზრდების კულტურულ, ტრადიციულ, სპორტულ ცხოვრებაზე. აქედან რამდენიმე მეტრში კულტურის სახლის ყოფილი შენობაა. მუნიციპალიტეტი პროექტს შეიძენს და მანდ მულტიკულტურული პატარა ცენტრი გაკეთდება ახალგაზრდებისთვის.

    ამავე დროს სოფელ ომალოში გაკეთდება თანამედროვე ამბულატორია.

    ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა. მეორე მხრივ კვალიფიციური მუშა-ხელის პრობლემა გვაქვს. ორი პარადოქსია - მიხვალ ბიზნესმენთან, ჰკითხავ რა გიჭირს, გეტყვის, რომ კვალიფიციური თანამშრომელი. ხალხს ეკითხები რა გინდა - პასუხია, სამსახური არ მაქვს. ეს უფსკრული უნდა ამოვავსოთ. მთავრობამ მიიღო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება. ყოველწლიური ბიუჯეტის 25 % გამოყოფილი იქნება განათლებაზე. ომალოში მოხდება საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია, ხოლო დუმასტურში საერთოდ ახალი საბავშვო ბაღი აშენდება. ერთი სკოლის მთლიანი რეაბილიტაცია მოხდება“.

    „იმ პროექტებს, რაზედაც ახლა გუბერნატორმა ისაუბრა, 19 მაისამდე ვერ დავიწყებთ, საარჩევნო კოდექსი კრძალავს, გარდა იმისა, რაც სოფლის პროგრამებით არის დაგეგმილი. მაგრამ, ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფრის განხორციელება დაიწყება“, - პირობა დადო ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

    შეხვედრის დასრულებამდე, რომელსაც უმეტესად საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები ესწრებოდნენ, გუბერნატორმა ამომრჩევლებს უთხრა, რომ უახლოეს პერიოდში პანკისს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეწვევა.

    ადგილობრივებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს ომალოში სასმელი წყლის მიწოდებისა და ელექტრომომარაგების პრობლემების მოგვარება სთხსოვეს.

    გუბერნატორის თქმით, „ენერგოპრო ჯორჯია“ მაისის შუა რიცხვებიდან ომალოს ელექტროსისტემის სრულ შეცვლას დაიწყებს.  

    საკრებულოების შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება. ზემო ხალაწნის ადმინისტრაციულ ერთეულში 2 საარჩევნო უბანია. აქედან ერთი, ომალოს საარჩევნო უბანი ერთადერთია პანკისის ხეობაში ხუთ საარჩევნო უბანს შორის, სადაც 2018 წლის 28 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. პირველ ტურში, №24 ომალოს საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილმა 117 ხმა მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 150.  №8 ხალაწნის საარჩევნო უბანზე ზურაბიშვილს ხმა 88 ამომრჩეველმა მისცა, გრიგოლ ვაშაძეს 80-მა. არჩევნების მეორე ტური ორივე უბანზე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]