• ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს

    ორშაბათი, 06 მაისი 2019 10:26 view 4042
    ქეთევან ციხელაშვილი პანკისის ხეობაში შეხვედრებს გამართავს

    შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი დღეს პანკისის ხეობაში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, 14:00 საათზე, სოფელ ჯოყოლოში მინისტრი ახალგაზრდებს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები უხუცესთა კავშირისა და ქალთა საბჭოს წარმომადგენლებთანაც.

    სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე და ხელისუფლებასთან აქტიურ კომუნიკაციაზე გადაწყვეტილება პანკისელებმა თბილისში, სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრის დროს მიიღეს.

    პირველ მაისს პანკისელი ახალგაზრდები საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მოგვიანებით კი ქეთევან ციხელაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ. ახალგაზრდების თქმით, საუბრის ძირითადი თემა 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება და ხეობაში დაგეგმილი პროექტები იყო.

    „მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ, რომ ჩავიდე პანკისის ხეობაში და ყველას შევხვდე, გავაგრძელოთ ის პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში გვქონდა ხეობაში და ხეობის მოსახლეობასთან. არის სრული მზაობა როგორც მათი, ისე ჩვენი მხრიდან. ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი არის გადაწყვეტადი სწორედ ამ რეჟიმში - დიალოგისა და კომუნიკაციის გზით. ამას არ გააჩნია ალტერნატივა და ბუნებრივია, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ქეთევან ციხელაშვილმა.

    21 აპრილს, პანკისის ხეობის სოფელ ძიბახევში კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მიერ პოლიციის თანხლებით „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობის განახლებას მოსახლეობის პროტესტი და სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიოს მონაცემებით, შეტაკების შედეგად ხეობაში მცხოვრები 30-ზე მეტი ადამიანია დაშავებული, რომელთა ნაწილმაც სამედიცინო დაწესებულებებს არ მიმართა.

    შსს-მ ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა, ვინც 21 აპრილს შსს-ს თანამშრომლებზე ფიზიკურად იძალადა, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს. ამ დროისთვის არავინ არის დაკავებული.

     

    ამ თემაზე:

    რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]