• შორტებით სიარულის გამო ნაცემი მამა-შვილის ინტერესებს «უფლებები საქართველო» დაიცავს

    ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020 12:49 view 3913
    შორტებით სიარულის გამო ნაცემი მამა-შვილის ინტერესებს «უფლებები საქართველო» დაიცავს ფოტოზე - გელა წელაური

    გელა წელაურისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს, რომლებსაც პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო სცემეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) დაიცავს.

    „უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ გელა წელაურსა და მის შვილს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს. ადვოკატები მიმართავენ პროკურატურას, რათა ძალადობაში მონაწილე პირებს ბრალი დროულად წარედგინოთ.

    გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს, სამი ახალგაზრდა თავს სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან მდებარე კაფესთან, 8 აგვისტოს დაესხა.

    „რატომ გაცვიათო შორტები? ჩემმა შვილმა უპასუხა, ცხელა და იმიტომო. ეს პანკისია, აქ ასე სიარული არ შეიძლება და ჩვენ გიკრძალავთო შორტების ჩაცმას“, - ამბობს წელაური.

    მას ხელის მოტეხილობა და დაჟეჟილობა აქვს მარცხენა თვალბუდისა და თავის არეში. მსუბუქი დაზიანებები მიიღო 16 წლის ბავშვმაც.

    გელა წელაურმა პოლიციას რეაგირებისათვის 9 აგვისტოს მიმართა. გამოძიება იმავე დღეს დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. 10 აგვისტოს წელაურს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილებაში წელაური მეორედ 18 აგვისტოს დაიკითხა. მან თავდასხმაში მონაწილე ორი პირი ამოიცნო. ერთ-ერთი, სავარაუდოდ, არასრულწლოვანია.

    თავდამსხმელების იდენტიფიცირების და მიღებული დაზიანებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მიუხედავად, პოლიციას არცერთი სავარაუდო დამნაშავე არ ჰყავს დაკავებული.

    ეს არ არის პანკისის ხეობაში შორტებით გადაადგილების გამო ძალადობის პირველი შემთხვევა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]