თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და პანკისში მამისა და არასრულწლოვანი შვილის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალდებული სამი პირიდან, ისლამ ფარეულიძესა და ადამ ბაღაკაშვილს პატიმრობა, ხოლო არასრულწლოვანს გირაო შეუფარდა 2000 ლარის ოდენობით.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს. ამავე ფაქტზე პოლიციამ გუშინ 22 წლის ისლამ ფარეულიძე დააკავა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1998 წელს დაბადებული ისლამ ფარეულიძე დააკავეს.
გელა წელაურისა და მისი არასრულწლოვანი შვილის ინტერესებს, რომლებსაც პანკისის ხეობაში, ქუჩაში შორტებით სიარულის გამო სცემეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ (ყოფილი „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“) დაიცავს.