• პანკისის სათემო რადიო წინასაარჩევნოდ გადაცემებს ჩეჩნურ ენაზეც მოამზადებს

    ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020 18:26 view 1880
    პანკისის სათემო რადიო წინასაარჩევნოდ გადაცემებს ჩეჩნურ ენაზეც მოამზადებს

    „ინტერნიუს საქართველოსთან“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ცენტრთან პარტნიორობით, პანკისის სათემო რადიო WAY, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გადაცემებს ქართულთან ერთად, ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზეც მოამზადებს.

    „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიტიკური პარტიებისა და მაჟორიტარობის კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს - რამდენად არის ასახული უმცირესობებისთვის აქტუალური პრობლემები საარჩევნო სუბიექტების სამუშაო დოკუმენტებში. გადაცემებში მონაწილეობას მიიღებენ უმცირესობის, სათემო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები. ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ საარჩევნო სუბიექტებს კითხვები ღია ეთერში დაუსვან“, - აღნიშნა ლუიზა მუთოშვილმა, პანკისის სათემო რადიოს პროდიუსერმა.

    აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ეთნიკური უმცირესობების ენებზე ჟურნალისტური კონტენტის გამავრცელებელი მედიების მხარდაჭერა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებრივი სივრცის გაზრდის მიზნით“ ფარგლებში, რომელიც, თავის მხრივ, ნაწილია, USAID/ Washington Center of Excellence of Democracy, Human Rights and Governance მხარდაჭერით მიმდინარე მაშტაბური პროექტისა Enabling and Protecting Civic Space (EPCS)  Illuminating New Solutions and Programmatic Innovations for Resilient Spaces (INSPIRES), რომლის მიზანია, საზოგადოებრივი  სივრცის  შეზღუდვის დასაძლევად, ცოდნისა  და  შესაძლებლობების გაზრდა, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოქალაქეების  გამოხატვისა  და შეკრების თავისუფლება.

    პანკისის სათემო რადიოსთან ერთად „ინტერნიუსის“ მხარდაჭერა მიიღეს ნინოწმინდის და მარნეულის სათემო რადიოებმა, ასევე, ონლაინ გამოცემა „ჯეინიუსმა“ (Jnews.ge), ტელეკომპანიამ „ტოკი“ და ახალციხის ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“.

    პანკისის სათემო რადიო WAY პანკისის ხეობასა და მიმდებარე სოფლებში 2016 წლიდან მაუწყებლობს FM 101.1-ზე, ქართულ და ჩეჩნურ ენებზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]