„ინტერნიუს საქართველოსთან“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვაშინგტონის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის ცენტრთან პარტნიორობით, პანკისის სათემო რადიო WAY, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, გადაცემებს ქართულთან ერთად, ჩეჩნური ენის ქისტურ დიალექტზეც მოამზადებს.
პანკისის სათემო რადიომ საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) ერთობლივი ინიციატივით გამოცხადებულ მედიაკონკურსში „საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნება“ გაიმარჯვა. პროექტი „მე და სახელმწიფო“, რომლის ერთ–ერთი გადაცემაც ვაინახების კულტურას და პანკისის ხეობის ტურისტულ პოტენციალს ეხება (ჟურნალისტი – ისლამ გორგიშვილი, წამყვანი – ნაზი დაქიშვილი), სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.
ვგეგმავდით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პანკისის სათემო რადიოს საქმიანობის 2 წლის ანგარიში ხეობის მოსახლეობისთვის და გულშემატკივრებისთვის სხვაგვარად ჩაგვებარებინა, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნიეთ ახლა და ამ ფორმით გვესაუბრა რადიოს საქმიანობაზე. მასალა ვრცელია, მაგრამ ვისაც მართლა აინტერესებს რადიოს საქმიანობა, იმედი გვაქვს ბოლომდე წაიკითხავს.