ბოლო მონაცემებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 267 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტეპის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვაქცინა მხოლოდ თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი. ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ახმეტის ჰოსპიტალიც აკმაყოფილებს.
საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაციის პროცესი ხვალიდან, 15 მარტიდან სამედიცინო პერსონალის აცრით დაიწყება. აცრის მნიშვნელობაზე, შესაძლო გვერდით მოვლენებზე, ვაქცინებსა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ მოსაზრებებზე, პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ეპიდემიოლოგმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა ისაუბრა.
რა მითები არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით და რას ფიქრობენ პანკისის ხეობის მცხოვრებლები ვაქცინაციაზე? როგორ ხდება ვაქცინების შერჩევა? როგორ კეთდება და რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს ვაქცინაციას? როდის არის რეკომენდირებული აცრა?
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაწყება. რა ვიცით ვაქცინების შესახებ, როგორია მათი ეფექტურობა და რომელი ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.
რა არის ვაქცინაცია, რატომ დგას მისი აუცილებლობა და რას ფიქრობენ მოქალაქეები ვაქცინაციაზე? რა ტიპის ვაქცინები არსებობს კორონავირუსის წინააღმდეგ? რა პროცესს გადიან ვაქცინები დამტკიცებამდე და რამდენად უსაფრთხოა ისინი? რა არის ჩინური ვაქცინა და როგორია მისი ეფექტურობა ამ ეტაპზე? რომელი ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში და პირველ რიგში რომელი ჯგუფები აიცრებიან?