პანკისის ხეობის სოფელ ომალოში მცხოვრები 23 წლის ქალი, რომელიც რამდენიმე დღის წინ იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პანკისის ხეობის სოფელ ომალოში დაჭრილი 23 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ის თელავის რეფერალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც პანკისის სათემო რადიოს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა უთხრა, პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობის სოფელ ომალოში 23 წლის ქალმა სავარაუდოდ თვითმკვლელობა სცადა. პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, იარაღიდან გასროლის შედეგად მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული.