შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომლებიც წარადგენენ ესეს თემაზე - „ქართული ენა - გზა ჩემი წარმატებისაკენ“.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ოთხ ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 350-დან 810 ლარამდეა. დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე (hr.gov.ge) 31 დეკემბრამდე უნდა გაიარონ.
ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველო“ აცხადებს იდეების კონკურსის საბოლოო რაუნდს რელიგიური, ეთნიკური უმცირესობების და ლგბტ თემის წარმომადგენლების ინტეგრაციის თემაზე.
გერმანიის საელჩო თბილისში აცხადებს კონკურსს მცირე პროექტების დაფინანსებაზე. საგრანტო კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი თითოეული პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 8000 ევროს.
ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციამ „ჰედაია“ საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის სპეციფიური მიზანია მხარი დაუჭიროს ისეთ კვლევით ინიციატივებს, რომლებიც ითვალისწინებს რადიკალიზაციისა და ტერორიზმში ჩართულობის სხვადასხვა ასპექტებში ჩაღრმავებას.
სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ფშაველის მონაკვეთზე საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონკურსი შეწყვეტილად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.