ვისთვის არის დღეს ვაქცინა ხელმისაწვდომი? რა ეტაპები უნდა გაიაროს კორონავირუსზე აცრის მსურველმა? როგორ ხდება ვაქცინაციაზე რეგისტრაცია? სად შეიძლება კახეთში აცრის ჩატარება? როგორ ხდება ვაქცინის გაკეთება და აცრილზე შემდგომი მეთვალყურეობა? როგორია მიმართვიანობა და რამდენი ადამიანია აცრილი კახეთში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში?
რა სახის ვაქცინაა „ასტრაზენეკა“ და როგორ მუშაობს ის? რა განსხვავებაა „ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკას“ შორის? რა ალერგიული რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ? რა არის ანაფილაქსია და რა იწვევს მას? რა უნდა გაკეთდეს, პირველ რიგში, თუ ადამიანს ანაფილაქსიური შოკი დაემართა?
ანაფილაქსია ალერგიულ რეაქციებს შორის ურთულესია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ნებისმიერი ალერგენის, მათ შორის, მედიკამენტის თუ საკვების მოხვედრის, ასევე მწერის ნაკბენის შედეგად. კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა ახალგაზრდა ექთანს ახალციხეში. ის ვაქცინაციიდან 24 საათში გარდაიცვალა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების სიფრთხილე კორონავირუსის ვაქცინის მიმართ და გავლენა იქონია იმუნიზაციის ისედაც ნელ ტემპზე.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაწყება. რა ვიცით ვაქცინების შესახებ, როგორია მათი ეფექტურობა და რომელი ვაქცინა შეიძლება შემოვიდეს საქართველოში – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა.