გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელების მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ, რუსეთის მოქალაქე მუსა (მერაბ) ხანგოშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დღეს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.