სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი რაკეტის ნაწილი პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, გურიე ბორჩაშვილის ეზოში ჩავარდა. რაკეტა სეტყვასაშიში ღრუბლების დასაშლელად 8 მაისს, დილით, სოფელ საკობიანოდან გაისროლეს.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის „დელტას“ ინფორმაციით, 30 აპრილიდან 2 მაისამდე ახმეტის, თელავის, სიღნაღის და გურჯაანის რაიონებში მძლავრი სეტყვასაშიში პროცესი განეიტრალდა, რისთვისაც საერთო ჯამში 130 რაკეტა გაისროლეს.