• თურქეთში მოკლული კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი პანკისში დაკრძალეს

    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 16:32 view 6622
    თურქეთში მოკლული კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი პანკისში დაკრძალეს ფოტო: sova.news

    თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოკლული კანონიერი ქურდი დავით ალხანაშვილი, იგივე „დათო პანკისკი“ დღეს პანკისის ხეობაში, სოფელ ომალოში დაკრძალეს. დაკრძალვამდე ის სტამბოლიდან თელავის რაიონის სოფელ შალაურში გადაასვენეს, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ.

    36 წლის დათო ალხანაშვილი 22 დეკემბერს მოკლეს. ახლობლების ინფორმაციით, ის რესტორანში იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს, გარეთ გასვლის შემდეგ კი ზურგში ესროლეს. დაჭრილი ალხანაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    ერთ-ერთი ვერსიით, „დათო პანკისკი“ შესაძლოა კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის, იგივე „შაქრო მოლოდოის“ კლანის წევრებმა მოკლეს. თურქული მედია წერს, რომ ალხანაშვილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის დაჯგუფებაში იყო და 2011 წელს, „შაქრო მოლოდოის“ ნათესავზე დავით ოზმანოვზე (დათო კრასნოდარსკი) თავდასხმაში მონაწილეობდა.

    დავით ალხანაშვილი 1981 წლის 19 მარტს დაიბადა. „კანონიერ ქურდად“ მისი „კურთხევა 2012 წელს, დუბაიში მოხდა. ბოლო წლებში ალხანაშვილი რუსეთში, ბელგიასა და თურქეთში ცხოვრობდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]