ომალო-ბირკიანი-ჯოყოლო-დუისი-ომალოს 12 კილომეტრიანი გზის ფეხით გავლა რიზვან გორგიშვილს თითქმის ყოველდღე უწევს, რათა პანკისის სათემო რადიოს ოფისში დროულად მივიდეს და საინფორმაციო გამოშვებები მოამზადოს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პირობა დადეს, რომ პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილ პეტიციაზე რეაგირებისთვის, სამუშაო ჯგუფს შექმნიან. საკრებულო დღეს აპირებდა, ცნობად მიეღო მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე, ფინანსთა სამინისტრო ახმეტის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც ამ ეტაპზე, პანკისის ხეობაში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა შეუძლებელია.
1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, პანკისის სათემო ორგანიზაცია რადიო WAY-ის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.