• გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 15:27 view 5023
    გელა სამხარაული პანკისში ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, პანკისის ხეობაში, დღეს, 17:00 საათზე, ახალგაზრდებთან კიდევ ერთ დახურულ შეხვედრას გამართავს. სამხარაულმა შეხვედრის ორგანიზება „ქართული ოცნების“ ადგილობრივ კოორდინატორებს დაავალა.

    „წინა შეხვედრის დროს მე მათ დავპირდი, რომ კიდევ შევხვდებოდი. კითხვები აქვთ და ამ კითხვებზე მინდა პასუხი გავცე. ვისაუბრებთ პრობლემებზე, რაც თვითონ აწუხებთ. მარტო ახალგაზრდები იქნებიან, სხვა პირების გარეშე. შეხვედრის დროს საკითხებს ვაყენებთ, მაგრამ ეს მოსაზრებები რომ რელობად იქცეს, ამისთვის საჭიროა უფრო მეტი მუშაობა.

    მინდა, რომ როგორც სხვა სოფლებში, აქაც შევქმნათ ახალგაზრდული საბჭოები, აქტიური ახალგაზრდების ჩართულობა უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი მუშა შეხვედრებია. შეხვედრა დახურული იქნება, მედია ვერ დაესწრება“, - უთხრა გელა სამხარაულმა პანკისის სათემო რადიოს.

    ახმეტა-თელავის მაჟორიტარმა პანკისში ახალგაზრდებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებთან დახურული შეხვედრა 1-ელ აგვისტოსაც გამართა. გელა სამხარაულმა ჟურნალისტებს დარბაზი საუბრის დაწყებამდე დაატოვებინა და მიზეზად ადგილობრივების მოთხოვნა დაასახელა. მონაწილეთა ნაწილმა დეპუტატს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. პანკისელებმა მაჟორიტართან ორსაათიანი დახურული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ პასუხი თითქმის არცერთ შეკითხვაზე მიუღიათ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]