პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს ჯოყოლოს, ბირკიანს, ძიბახევს, ომალოს, ხალაწნებსა და დუმასტურს, მაჟორიტარულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, კარლო მუხაურმა გაიმარჯვა. მუხაურმა ხმების 49.27 % დააგროვა (540 ხმა), „ქართული ოცნებიდან“ თამაზ ალხანაშვილმა კი 36.68 % (402 ხმა).
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი ალექსი ფიცხელაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი. არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
მთავრობამ ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია პრიორიტეტად გამოაცხადა. რა გავლენას მოახდენს ეს კოვიდპანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ინდუსტრიის აღდგენაზე – ამ საკითხზე პანკისის სათემო რადიო ეკონომისტს, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტს, რამაზ გერლიანს ესაუბრა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 250 000 ლარით, მაღალჩინოსნებისთვის განკუთვნილი ხუთი ავტომობილის ნაცვლად, სამ სპეცმანქანას ყიდულობს. ახალი სპეცმანქანებით კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურები ისარგებლებენ.
რა გავლენა იქონია კორონავირუსმა ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე? რა იქნება 2021 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და რომელი პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი მიმდინარე წელს პანკისის ხეობაში? – პანკისის სათემო რადიოს ამ და სხვა კითხვებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა უპასუხა.
პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გიორგი ბოტკოველი სერიოზული უპირატესობით დაამარცხა და ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიციამ მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, ხოლო მოსახლეობის აქტივობა პირველ ტურთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო.