• ფოკუსი – უშველა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქებამ ტურიზმს

    პარასკევი, 16 ივლისი 2021 22:18 view 3712
    ფოკუსი – უშველა თუ არა შეზღუდვების შემსუბუქებამ ტურიზმს

    შეზღუდვების შემსუბუქების, განსაკუთრებით საზღვრების გახსნის შემდეგ, საქართველოში ტურისტების ნაკადი გაიზარდა, თუმცა, ქვეყანაში იმაზე ბევრად ნაკლები ვიზიტორია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე იყო. ლეილა აჭიშვილი, რომელიც სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს ფლობს, ამბობს, რომ მისი მოლოდინები არ გამართლდა და ტურისტები პრაქტიკულად არ ჰყავს, სოფელ დართლოში მცხოვრები თამარ იდოიძე კი ამბობს, რომ თუშეთში უკეთესი მდგომარეობაა და შეინიშნება უცხოელი ტურისტების მატება - ძირითადად გერმანიიდან და ისრაელიდან.

    ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვარი გახსნა, აღდგა ფრენებიც, რამაც ტურისტებს ქვეყანაში შემოსვლა გაუმარტივა. ივლისიდან გაუქმდა ე.წ. კომენდანტის საათი, რაც მოგზაურებისთვის დამატებითი ბარიერი იყო. ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ელოდნენ, რომ შეზღუდვების მოხსნა ტურისტების ნაკადს გაზრდიდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობა მოახდენდა იმ ტურისტული დაწესებულებების/ობიექტების საერთაშორისო პლატფორმებზე პოპულარიზაციას, რომელთა პერსონალი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციას ჩაიტარებდა.

    როგორია ტურიზმის სექტორში არსებული ვითარება? შეინიშნება თუ არა გამოცოცხლება და გამართლდა თუ არა ის მოლოდინები, რაც პანკისსა და თუშეთში არსებულ საოჯახო სასტუმროებს ჰქონდათ? რა სახის დახმარება სჭირდებათ ამ მცირე ბიზნესებს და რა გამოწვევები აქვთ მათ დღეს? როგორ აფასებს არსებულ ვითარებას USAID-ი, რომელმაც „ზრდა“ პროექტის ფარგლებში წლების განმავლობაში არაერთი პროექტი განახორციელა ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის?

    გადაცემის სტუმრები არიან:

    ლეილა აჭიშვილი – პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საოჯახო სასტუმროს მფლობელი;

    თამრო იდოიძე – თუშეთის სოფელ დართლოში საოჯახო სასტუმრო „შუნის“ მფლობელი;

    ქეთი ჭუმბურიძე – USAID-ის „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი;

    გადაცემის წამყვანია რამზან გორგიშვილი.

    სიახლეები

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…

    სტრასბურგმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“…

    კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და მითები - ინტერვიუ შოთა რაინაულთან

    ექიმი-ინფექციონისტი შოთა რაინაული გადაცემაში საუბრობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ, ფართოდ…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]