21 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნა 2011 წლის 20 დეკემბრიდან, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მედიაციის პროცესის ადმინისტრირების წესებს განსაზღვრავს.
2016 წელს პანკისის ხეობაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების 57% მიიჩნევს, რომ მათ სოფელში გასართობი და დასასვენებელი ადგილები არ არის. ახალგაზრდების უმრავლესობა, 61% კი ამბობს, რომ ფიზიკური აქტივობით/სპორტით არ არის დაკავებული.
კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
7 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია ასეთი უფლების მქონე პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ უფლების შეზღუდვა ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად.