საქართველოში მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო 2018 წლის 1 იანვრიდან გახდება. დღეს საქართველოში მილიონზე მეტი ავტომობილია რეგისტრირებული, საიდანაც ნახევარზე მეტის ასაკი 20 წელს აღემატება. ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია.
8 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) - კახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას, არადა სკოლამდელი განათლება იმ სოფლებში, საიადანაც ჩვენმა კორესპონდენტებმა სიუჟეტები მოამზადეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულ ენაზეც კი ვერ საუბრობენ.
7 თებერვლის ჩანაწერი (2017 წ) - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, გაფიცვის უფლება აღიარებულია და მისი განხორციელების წესი განისაზღვრება კანონით. შრომის კოდექსი არეგულირებს გაფიცვისა და ლოკაუტის უფლების განხორციელების საკითხებს.
პანკისის ხეობაში მგლები შინაურ ცხოველებს თავს ხშირად ესხმიან. ბოლოს ასეთი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც მტაცებლებმა 21 სული ცხვარი სოფელ ხალაწანში გაანადგურეს.
28 იანვრის ჩანაწერი (2017 წ) - რეპრესირებულმა პირებმა ან მათი პირველი რიგის მემკვიდრეებმა ფულადი კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მიმართონ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ბოლო მონაცემებით, პანკისის ხეობაში ფულად სოციალურ დახმარებას 3 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. თუმცა, სახელმწიფო პროგრამის მიღმა ისეთი ოჯახები არიან დარჩენილები, რომლებიც უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობენ.