რა პირობებში მოუხდათ პირველად ეთნიკურ ქისტებს პანკისის ხეობაში კომპაქტურად ჩასახლება? რა როლი შეასრულეს მატანში მცხოვრებმა ქართველებმა „ქისტები სათარეშო ბილიკებიდან მშვიდობიან გზაზე რომ გადაეყვანათ“; როგორ აღწერს პანკისის უახლესი ისტორიის მემატიანე მათე ალბუთაშვილი ქისტების ინტეგრაციას?
17 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. შესაძლებელია სასამართლოში მოწმის იძულებით მიყვანაც.
10 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – კონსტიტუცია ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის და აზრის თავისუფლება. ეს უფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი სხვათა უფლებებს ლახავს.
რატომ დაიცალა პანკისის ხეობა მე-18 საუკუნეში ქართველი მოსახლეობისგან? როგორ დამკვიდრდნენ ფშავლები პანკისის ტერიტორიაზე? ვინ იყო თათარა ცხვირაშვილი? როდის და ჩეჩნეთის რომელი კუთხეებიდან ჩამოვიდნენ დუი (ცაცხასაშვილი) და ჯოყოლა (დარქიზანაშვილი), რომლებმაც პანკისის ხეობაში სოფლები დუისი და ჯოყოლო დაარსეს? ვინ არიან პანკისში ჯოყოლას პირდაპირი შთამომავლები?
3 ოქტომბრის ჩანაწერი (2017 წელი) – ადმინისტრაციული პატიმრობა ადმინისტრაციული სახდელებს შორის ყველაზე მკაცრი ღონისძიებაა. იგი გამოიყენება კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული პატიმრობა გათვალისწინებულია დაახლოებით 20-მდე სახის გადაცდომის ჩადენისათვის.