• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    მე და სახელმწიფო - რა სერვისებს სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური პანკისის მოსახლეობას

    ხუთშაბათი, 20 ივნისი 2019 20:56 view 3217
    მე და სახელმწიფო - რა სერვისებს სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური პანკისის მოსახლეობას

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა.

    რატომ შეარჩია იურიდიული დახმარების სამსახურმა რიგით მე-8 საკონსულტაციო ცენტრის გასახსნელად პანკისის ხეობა; რა სერვისების შეთავაზებას აპირებს სამსახური პანკისის მოსახლეობისთვის, მათ შორის ლტოლვილებისთვის; რა როლი ექნება იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრს პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის განმტკიცებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის გაზრდაში?

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    რაჟდენ კუპრაშვილი - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.

    სხვის სახლ-კარში

    პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გადაულახავ პრობლემად აქვს ქცეული საცხოვრებელ სახლებსა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე უფლების რეგისტრაცია. მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შესყიდვა ძირითადად განხორციელებულია 1990-იან წლებში და შემდეგ, ეთნიკურად ოსი მოსახლეობისგან, რომლებიც იაფად ყიდდნენ სახლებს და მუდმივ საცხოვრებლად რუსეთის ფედერაციაში მიდიოდნენ. 

    ქონების გასხვისება ხდებოდა კანონით დადგენილი ფორმის დაუცველად, ზეპირად ან „შინაურულად“ დადებული წერილობითი გარიგებებით და ფაქტობრივად, მხოლოდ თანხის გადახდით შემოიფარგლებოდა. 

    ამჟამად სოფლების მოსახლეობის უმეტეს ნაწილს არ გააჩნია იურიდიულად ვარგისი წერილობითი დოკუმენტი, რის გამოც შეუძლებელია საკუთრების (ან თუნდაც სარგებლობის) უფლების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება. პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ სახლების ფორმალურ მესაკუთრეთა უმეტესობა უკვე გარდაცვლილია, ხოლო მათი მემკვიდრეების ადგილსამყოფელის დადგენა ვერ ხერხდება. 

    ნახეთ პანკისის სათემო რადიოს რეპორტაჟი: 

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]