• მე და სახელმწიფო - 21 აპრილის მოვლენების შეფასება

    ხუთშაბათი, 27 ივნისი 2019 19:06 view 9662
    მე და სახელმწიფო - 21 აპრილის მოვლენების შეფასება

    გადაცემაში, პანკისში, 21 აპრილს, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარ შეტაკებაზე ვსაუბრობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. ჭრილობებს ისინი სახლის პირობებში იშუშებდნენ და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ.

    მოკლედ შეგახსენებთ რას მოჰყვა შეტაკება. პანკისის სოფელ ძიბახევში კომპანია "ალაზანი ენერჯი" წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა ჰესის მშენებლობას, რისთვისაც ხადორის მეორე ელექტროსადგურიდან სოფელ ძიბახევამდე, მდინარე ალაზანს დაახლოებით 5 კილომეტრზე მილებში აქცევდნენ. მოსახლეობა შიშობდა, რომ ხეობაში კიდევ რამდენიმე ჰესის მშენებლობა მათ საცხოვრებელ გარემოზე ეკოლოგიური კუთხით უარყოფითად აისახებოდა. ამიტომ, საპროტესტო აქციების შედეგად "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2018 წლის ივნისში შეაჩერებინეს. მას შემდეგ კომპანია ადგილობრივებთან მოლაპარაკებას ცდილობდა, სხვადასხვა შეთავაზებებს აკეთებდა, ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა გადაბირებაც სცადა, მაგრამ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც წინააღმდეგი იყო.

    შეტაკებამდე რამდენიმე დღით ადრე პანკისს მინისტრებიც სტუმრობდნენ. მთავრობის წევრებთან შეხვედრებზე განსახილველ საკითხებს შორის, ჰესების მშენებლობის თემაც იყო. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებს აღუთქვეს, რომ თუ დამატებითი კვლევები იყო ჩასატარებელი, აუცილებლად ჩატარდებოდა.

    21 აპრილს, კომპანიამ ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოულოდნელად, გაძლიერებული დაცვის პირობებში განაახლა. პანკისში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებთა დეპარტამენტის ათობით თანამშრომელი იყო მობილიზებული. მოსახლეობამ კომპანიას სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვა, რაზეც უარი ითქვა და დაპირისპირება მოჰყვა.

    შეგვეძლო თუ არა ამ დაპირისპირების თავიდან აცილება? რისი გაკეთება იყო აუცილებელი მხარეების მხრიდან და რა არ გაკეთდა? რა გავლენა იქონია 21 აპრილის მოვლენებმა პანკისზე? გაიზარდა თუ არა გაუცხოება ხეობის და აქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და პირიქით, ადგილობრივების მხრიდან დანარჩენი საქართველოს, სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ? როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ?

    სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:

    ზაურ გუმაშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარე;

    ხასო ხანგოშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი;

    ლუიზა მუთოშვილი - სამოქალაქო აქტივისტი;

    სიუჟეტში მონაწილეობენ:

    თამაზ ბაღაკაშვილი - სახალხო კრების ერთ-ერთი ხელმძღვანელი;

    ისლამ გორგიშვილი - სამოქალაქო აქტივისტი;

    ემზარ ტოხოსაშვილი - სახალხო კრების ერთ-ერთი დამფუძნებელი;

    სულხან ბორძიკაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი;

    ძანო მაჩალიკაშვილი - სოფელ ძიბახევში მცხოვრები;

    ჯარაფ ხანგოშვილი - პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი;

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]