„21 აპრილს მე შეიძლება უფრო მეტი სპეცდანიშნულების რაზმი შემეყვანა პანკისის ხეობაში, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა და შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
„პანკისი იყო განსაკუთრებული შემთხვევა. პანკისი იყო სპონტანური აქცია, პანკისი იყო მოსახლეობა და პანკისის უკან იდგა კომერციული სტრუქტურის კომერციული ინტერესი. საერთოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ძალებით იქ უნდა ყოფილიყო თუ არ უნდა ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. ნუ ვადარებთ ამ ორ თემას ერთმანეთს (პანკისის შეტაკება და თბილისში აქციის დარბევა). გპირდებით, მე ვიღებ რა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, პანკისის შემთხვევასაც თავისი შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
გადაცემაში, პანკისში, 21 აპრილს, სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარ შეტაკებაზე ვსაუბრობთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. ჭრილობებს ისინი სახლის პირობებში იშუშებდნენ და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ.
21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. პანკისის სათემო რადიო, რომელიც დაპირისპირებას მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში აშუქებდა, გიამბობთ, რამ გამოიწვია შეტაკებები, რატომ იმატებდა დაძაბულობა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები.