ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებისთვის ხუთი ახალი ავტომობილის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 275 ათასი ლარი გამოიყო. მერიამ საბიუჯეტო ცვლილებებზე თანხმობა საკრებულოსგან უკვე მიიღო.
ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთ ფორმებს ითვალისწინებს, როგორიცაა პეტიცია, დასახლების საერთო კრება, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო, მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში და სხვა.