პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015-2016 წლებში სამი პეტიციით მიმართეს. პეტიციები ქორეთში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას, ჯოყოლოში სპორტული მოედნის მოწყობასა და ომალოში სანაგვე ურნების განთავსებას ეხებოდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამივე პეტიციის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
რას გულისხმობს მონაწილეობითი დემოკრატია? როგორ უნდა იყოს წახალისებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობა?
სტუდიის სტუმარია (სატელეფონო ჩართვით):
კონსტანტინე კანდელაკი – სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში;
სიუჟეტია ავტორია – დიანა გაურგაშვილი; გადაცემას უძღვება – ნაზი დაქიშვილი.
გადაცემა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.