• მთავარი თემა - 5 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან

    პარასკევი, 01 სექტემბერი 2017 11:31 view 3917
    მთავარი თემა - 5 წელი ლაფანყურის სპეცოპერაციიდან

    30 აგვისტოს ჩანაწერი (2017 წ) - ლაფანყურის სპეცოპერაციიდან, რომლის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა, 5 წელი გავიდა. „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას გამოუძიებელს არ დატოვებდნენ და დამნაშავეებს დასჯიდნენ, საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ არის დასრულებული.

    რატომ ითხოვს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ლაფანყურის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას უკვე მესამედ? რა ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი ცხედრების ექსგუმაციის შედეგად? რა პერსპექტივა აქვს ლაფანყურის საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაღების შემთხვევაში?

    სტუდიაში გადაცემის სტუმარია:

    უჩა ნანუაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველი.

     

    სიახლეები

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…

    სტრასბურგმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა

    ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]