უსაფრთხოების სამსახური მასაც ახმედ ჩატაევის ჯგუფის წევრთა დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისთვის ბრალი არ წარუდგენიათ. მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით. ხეობის მოსახლეობა სწრაფ და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს.
ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 9 იანვარს, ახმეტაში კიდევ ერთი პირი, პანკისის მკვიდრი ზურაბ იდოიძე დააკავეს. ხუთივე დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გადაცემაში პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციაზე, შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და ხეობაში არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ.
სტუდიაში გადაცემის სტუმრები არიან:
სულხან სალაძე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე;
გიორგი გობრონიძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;