- ზურაბ ჭიაბერაშვილი „პანკისის სათემო რადიოსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ კახეთში საარჩევნო აქტივობა მაღალია, თუმცა კენჭისყრის უბნებზე არჩევნები შენელებული პროცედურებით მიმდინარეობს, რის გამოც იგი შიშობს, რომ დიდი რიგების გამო საღამოს ამომრჩევლები ხმის მიცემას ვეღარ მოასწრებენ;
- გურჯაანის რამდენიმე საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ხმის მიცემის კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს ავალდებულებენ, რომ საარჩევნო ყუთთან მყოფ პირს ბიულეტენი აჩვენონ;
- პანკისის ხეობაში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა საარჩევნო უბნების ტერიტორიებზე როგორც სახელისუფლებო, ასევე ოპოზიციური პარტიების კოორდინატორების მობილიზება შეინიშნება;
- ბიძინა ივანიშვილი - ბიძინა ივანიშვილი - ოპოზიციასთან კოალიციას გამოვრიცხავ, ჩვენ სოლიდური უმრავლესობით, დაახლოებით 100 მანდატით მოვალთ;
- ნიკა მელია - არჩევნების დღეს ვინმე თუ გაყალბებას ეხდება, მხილებული იქნება და ხალხის რისხვა არ აცდება;
- ცესკო - 10:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 8.33% შეადგინა;
ახალი ამბების გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.