ახალი ამბების გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.
- 18:00 საათის მონაცემებით, პანკისის ხეობაში, 5 საარჩევნო უბანზე მხოლოდ 1 საჩივარი დაფიქსირდა;
- პანკისის ხეობაში, საპარლამენტო არჩევნები ამომრჩეველთა მაღალი აქტივობით და სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს;
- დუისის და ჯოყოლოს საარჩევნო უბნებზე, „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების კოორდინატორები მთელი დღის განმავლობაში აგიტაციას ეწევიან, როგორ შენობაში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე;
- „ლელო“, ირაკლი ტალახაძე - არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა საარჩევნო უბნებთან, აგიტატორების მასობრივი მობილიზება ფიქსირდება;
- „ენმ/ძალა ერთობაშია“, გიორგი ბოტკოველი - „ქართული ოცნება“ არჩევნებს აგებს;
- „ქართული ოცნება“, ირაკლი ქადაგიშვილი - აგიტატორები იმისთვის არიან, კანონის დაცვით, აგიტაციის პროცესში მიიღონ მონაწილეობა;
- საპარლამენტო არჩევნებზე, ყველაზე ხმაურიანი ადგილი, გლდანის N79-ე საარჩევნო უბანი აღმოჩნდა, სადაც პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა;
- გლდანში, N79-ე უბანზე ჩხუბის დროს მსუბუქად დაშავდა ტვ „პირველის“ ჟურნალისტი, ხოლო ონლაინ გამოცემა „პუბლიკის“ კორესპონდენტს ხელი შეუშალეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში და ტელეფონი დაუზიანეს.