• სპეციალური საინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე - 1.11.2020

    კვირა, 01 ნოემბერი 2020 22:38 view 1277
    სპეციალური საინფორმაციო გამოშვება 22:00 საათზე - 1.11.2020

    პანკისის სათემო რადიო სპეციალური გამოშვებებით აშუქებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

    • ცესკომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველადი შედეგები გამოაქვეყნა - ყველა, 3847 უბნის მონაცემების მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 48.15% მიიღო და „ენმ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 27.14%. 
    • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური უნდა ჩატარდეს - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 47.26% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა 40.43%. 
    • გიორგი ბოტკოველი მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს; 
    • ირაკლი ქადაგიშვილი „გაასმაგებული შემართებით“ განაგრძობს მეორე ტურისთვის მზადებას და მხარდამჭერებს სრული მობილიზაციისკენ მოუწოდებს; 
    • ოპოზიცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და უკვე 6 საათია თბილისში აქციას მართავს. მათ პარლამენტთან კარვები გაშალეს; 
    • „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პროკურატურის მიერ დამაგრებული ელექტრონული სამაჯური საპროტესტო აქციაზე მოიხსნა; 
    • ირაკლი კობახიძე - ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის მოხსნა არა მხოლოდ სამართალდარღვევა, არამედ მძიმე პროვოკაციაა. 
    • საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაშია. მის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს კორონავირუსი აღმოაჩნდა;
    • საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადება - ჩვენ, ვთხოვთ საქართველოს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მოთმინება დაუზრუნველყონ საარჩევნო კოდექსის იმპლემენტაცია და აღსრულება.

    ახალი ამბების გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]