• weather cur horoscope

    სპეციალური საინფორმაციო გამოშვება 18:00 საათზე – 21.11.2020

    შაბათი, 21 ნოემბერი 2020 19:49 view 193
    სპეციალური საინფორმაციო გამოშვება 18:00 საათზე – 21.11.2020

    ახალი ამბების სპეციალურ გამოშვებას რიზვან გორგიშვილი უძღვება.

    • საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16.47%-ია;
    • პანკისის ხეობის ხუთ უბანზე, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოზე დაბალია და 20.9% შეადგენს, რაც რაოდენობრივად არის 1012 ამომრჩეველი;
    • „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის წარმომადგენელი სულხან ბორძიკაშვილი – მხოლოდ ისინი აძლევენ ხმას, ვინც მანქანებით მოჰყავთ საარჩევნო უბნებზე;
    • „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1 და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი დააფიქსირეს;
    • „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, კონსტრუქციულობა და შევიდნენ პარლამენტში გამოიჩინონ;
    • ხატია დეკანოიძე – გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ მას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები;
    • მამუკა მდინარაძე – თუკი ოპოზიციის რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია;
    • ირაკლი კობახიძე – შუალედური ვარიანტი, რაზეც შესაძლებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს;
    • ბიძინა ივანიშვილი – 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა;
    • პანკისის ხეობაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია – 30.

    საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები 20:00 და 22:00 საათებზეც გავა. რადიო „ვეის“ ჟურნალისტები მსმენელს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე მთელს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

    სიახლეები

    «ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით» – პანკისის ძიუდოს კლუბი პანდემიის დროს

    დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში…

    ხელისუფლება პანდემიას იყენებს კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალებად – გიორგი მშვენიერაძე

    28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის…

    მუქარა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პანკისში გამართული აქციის ორგანიზატორზე

    ნამახვანჰესის წინააღმდეგ და რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების მხარდასაჭერად პანკისის ხეობაში…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]