- საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 352 456 ამომრჩეველი მივიდა, რაც 16.47%-ია;
- პანკისის ხეობის ხუთ უბანზე, 15:00 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა საშუალოზე დაბალია და 20.9% შეადგენს, რაც რაოდენობრივად არის 1012 ამომრჩეველი;
- „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის წარმომადგენელი სულხან ბორძიკაშვილი – მხოლოდ ისინი აძლევენ ხმას, ვინც მანქანებით მოჰყავთ საარჩევნო უბნებზე;
- „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 1, ხმის რამდენჯერმე მიცემის 1 და დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის 2 ფაქტი დააფიქსირეს;
- „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებენ ოპოზიციურ პარტიებს, კონსტრუქციულობა და შევიდნენ პარლამენტში გამოიჩინონ;
- ხატია დეკანოიძე – გვინდა, რომ შეთანხმება მოხდეს, მაგრამ მას აქვს წინაპირობა, ეს არის ახალი არჩევნები;
- მამუკა მდინარაძე – თუკი ოპოზიციის რიტორიკა ისევ იქნება ისეთი რადიკალური, როგორც აქამდე იყო, ბუნებრივია, კომპრომისზე საუბარი ზედმეტია;
- ირაკლი კობახიძე – შუალედური ვარიანტი, რაზეც შესაძლებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს, შესაძლოა მოლაპარაკების მესამე რაუნდზე გამოიკვეთოს;
- ბიძინა ივანიშვილი – 31 ოქტომბრის არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა;
- პანკისის ხეობაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირებულია – 30.
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, პანკისის სათემო რადიოს ეთერში სპეციალური საინფორმაციო გამოშვებები 20:00 და 22:00 საათებზეც გავა. რადიო „ვეის“ ჟურნალისტები მსმენელს მიაწვდიან ინფორმაციას როგორც პანკისის ხეობაში, ასევე მთელს საქართველოში არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.