- დღეს პანკისის ხეობაში კოვიდინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა;
- ანტიგენზე დამყარებული ტესტი სახელმწიფოს დაფინანსებით ახმეტის მუნიციპალიტეტში 3 ადგილას ტარდება, მათ შორის დუისის ამბულატორიაც არის;
- 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3893 და გარდაიცვალა 36 ადამიანი;
- ეკატერინე ტიკარაძე – რემდესივირი ქვეყანაში თვის ბოლოს შემოვა;
- ამირან გამყრელიძე – ბოლო 2 კვირაში დადებითობის მაჩვენებელი მცირდება, ბოლო 2 დღეში გვაქვს 28%.
- 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 705 ფაქტი გამოვლინდა;
- ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, საერთაშორისო ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკების IV რაუნდი მიმდინარეობს;
- დავით ბაქრაძე – ვითხოვ დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მეოთხე რაუნდზე, მხარეების მოთხოვნილი საკითხების გასაჯაროვებას;
- გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს;
- ალეკო ელისაშვილი – უსინდისო ბრალდებაა პარლამენტში შესვლას თითქოს და ვთანხმდები;
- მოლაპარაკების IV რაუნდის წინ ოპოზიცია „ლელოს“ ოფისში შეიკრიბა;
- მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის ფორმირება ახალი წესით მოხდება;
- პარლამენტი პირველ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს აირჩევს, დააკომპლექტებს სპიკერატს და კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებს უყრის კენჭს;
- თეა ახვლედიანი – საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების საკითხი, ისევე როგორც ირაკლი ბებუასთვის უკანონო პატიმრობის მისჯის თემა, იქნება განხილვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ჟენევაში 10-11 დეკემბერს;
- პირველი მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში Pfizer/BioNTech-ს მიერ შექმნილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს, 90 წლის მარგარეტ კინანია;
- სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა 34 მოქალაქე დააკავეს;
- სომხეთის ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ვაზგენ მანუკიანის კანდიდატურას უჭერს მხარს;
- 9 დეკემბრის ამინდის პროგნოზი - პანკისის ხეობა +3, ახმეტა +2, გურჯაანი +4, თელავი +2, ლაგოდეხი +4, სიღნაღი +2.