პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ასლან ბორჩაშვილი და სულეიმან მუთოშვილი იმ 6 სტუდენტს შორის არიან, რომლებმაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპეციალური სტიპენდია მოიპოვეს. თითოეული მათგანის სწავლას, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საქართველოში შემოთავაზებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე, ამერიკის საელჩო 4 წელიწადში 30 000 დოლარით დააფინანსებს.
ჯოყოლოს საჯარო სკოლის გუნდი „მწვანე ქუჩის ხულიგნები“ ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული გახდა. ღონისძიება პანკისის ხეობაში მეორედ ჩატარდა და მას პარლამენტის წევრი, საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?“ პრეზიდენტი გიორგი მოსიძე უძღვებოდა.