ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი ალექსი ფიცხელაური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ოტიაშვილი. არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კაკლის ხის ძირში სახელდახელოდ აწყობილი პატარა ქოხი დგას. დასათბუნებლად კედლებზე ძველი გადასაფარებლები აუკრავთ. ქოხის შუაგულში პატარა ბიჭი ზის. ეს ალექსანდრე წოწკოლაურია, 11 წლის - ერთადერთი მოსწავლე სოფელ ხევისჭალაში. ამ ქოხიდან ის გაკვეთილებს ესწრება. ინტერნეტს მხოლოდ აქ მიაგნო. ძველ ღუმელში ცეცხლი გიზგიზებს, მაგრამ მაინც ცივა. ალექსანდრეს ფეხები ხშირად ეყინება. სიცივისგან ტუჩებიც დამსკდარი აქვს, მაგრამ ქოხი მისთვის ერთადერთი ადგილია - მხოლოდ ასე ახერხებს, რომ ონლაინსწავლების მიღმა არ დარჩეს.
ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ითვლის, 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, 268 ლარია. თეამ კი, რომელიც 5 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს, თავი 150 ლარით უნდა ირჩინოს. ეს არის სმენადაქვეითებული გოგოს ერთადერთი შემოსავალი მთელი თვის განმავლობაში. აქედან 100 ლარი თეას პენსიაა, 50 ლარი ბავშვის დახმარება. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თეას სამსახურის პოვნა კიდევ უფრო გაუჭირდა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიამ დღეს, 7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე უკან გაიწვია სოფელ დუისის ყოფილი ადმინისტრაციული შენობის გაყიდვის საკითხი. ამ შენობაშია იჯარით განთავსებული პანკისის სათემო რადიოც. მერიის წარმომადგენელმა თინათინ კუდიანაშვილმა საკითხის უკან გაწვევის მიზეზი არ განმარტა და დარბაზი დაუყოვნებლივ დატოვა. საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ეს ერთადერთი განსახილველი საკითხი იყო. არცერთ დეპუტატს არ დაუსვამს კითხვა, რატომ ითხოვდა მერია დაჩქარებულ რეჟიმში შენობის გაყიდვას ან უკან რატომ გაიწვიეს საკითხი, რომლის განსახილველადაც საკრებულოს 24 წევრი საგანგებოდ შეკრიბეს.
ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ყოველწლიური ფესტივალი „Art-გენი“ წელს ახმეტიდან დაიწყება. 16 ივნისს, ე.წ. წყაროებში მისულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის გამოფენები და საინტერესო სივრცეები დახვდებათ. მოეწყობა რეგიონული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, დასკვნით კონცერტს კი ჯგუფი „ჩვენებურები“ და ლელა ნაყეური გამართავენ.
USAID-ის პროექტი „ზრდა საქართველოში“ (Zrda Activity in Georgia) ბოსტნეულის, მარწყვისა და მწვანილის სასათბურე წარმოების განვითარების მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს. კახეთის რეგიონში პროექტის სამიზნე სოფლებია დუისი, ხალაწანი, ჯოყოლო, საკობიანო, ქვემო ალვანი, ზემო ალვანი, ომალო, მატანი, ასევე, ქალაქი ახმეტა.
ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის სასამართლოს წარმოებაშია, ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს, ყოველთვიური ხელფასი კი 1500 ლარით განუსაზღვრეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ოდეერი“ იქნება.
20 თებერვალს, 15:00 საათზე, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა-ახმეტის საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტის ერთი ნაწილის საჯარო განხილვა გაიმართება.
ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA) აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე ახმეტის მუნიციპალიტეტში. სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ოფისი განთავსებულია პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში. პროექტის კოორდინატორის სამუშაო არეალი მოიცავს პანკისის ხეობას და თუშეთს.
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA აცხადებს საგრანტო პროგრამას ახმეტის მუნიციპალიტეტში, პროექტის სამიზნე თემებში (ქალაქი ახმეტა, მატანი, საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ხალაწანი, ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ომალო) მცხოვრები პირებისთვის.