რა მნიშვნელობა აქვს პანკისობის აღნიშვნას ხეობისთვის, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის? რა პროექტები განხორციელდა პანკისში და რა სარგებელი მოუტანა მოსახლეობას? რა პროექტების განხორციელება იგეგმება სამომავლოდ?
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება. პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა საქართველოს სხვა მოქალაქეების მსგავსად უნდა გააკეთონ არჩევანი, ვის ანდობენ საკუთარი სოფლის მართვას. გადაცემაში არჩევნებში ქალების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ.
როდის და რა ცნობები ჩნდება პირველად პანკისის შესახებ ისტორიულ წყაროებში? ვინ ცხოვრობდა პანკისის ხეობაში მე-18 საუკუნემდე, ვიდრე ეს კუთხე მოსახლეობისგან დაიცლებოდა? რა სოფლები არსებობდა პანკისში?
როდის ჩამოსახლდნენ ქისტები საქართველოში? რომელ რეგიონებში ცხოვრობდნენ? თუშეთის და სხვა მაღალმთიანი რეგიონების რომელი სოფლები იყო ქისტებით კომპაქტურად დასახლებული? როგორ მიიღეს ქისტებმა ქართული გვარები?