• გადაცემები

    24 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – პანკისელი ახალგაზრდები მათ წინაშე არსებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის გართობისა და თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისთვის საჭირო სივრცის არარსებობას ასახელებენ.

    4 აპრილის ჩანაწერი (2017 წელი) – 2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომელიც 7 მაისს გამოქვეყნდა და მაშინვე შევიდა ძალაში. ამ კანონის თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია ანდა წაქეზება, იძულება ან ხელშეწყობა ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისკენ.

    21 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – სასამართლო მედიაციის ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ იქნა 2011 წლის 20 დეკემბრიდან, ხოლო 2017 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც მედიაციის პროცესის ადმინისტრირების წესებს განსაზღვრავს.

    28 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ან დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირებისთვის პრიორიტეტი უმეტესად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაა. თუმცა, როგორც წესი, ადმინისტრაციული საქმისწარმოებისა და დანაშაულთა გამოძიების შედეგად ზიანის დაკისრება არ ხდება. მოქალაქეს განუმარტავენ, რომ მას უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს სამოქალაქო სარჩელით.

    14 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – საპროცესო შეთანხმება არის სისხლის სამართლის საქმეებზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ფორმა, ვინაიდან პროკურორსა და ბრალდებულს შორის საპროცესო კანონის დაცვით გაფორმებულ შეთანხმებას სასამართლო არსებითი განხილვის გარეშე ამტკიცებს.

    7 მარტის ჩანაწერი (2017 წელი) – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია ასეთი უფლების მქონე პირის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში და კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევებში. ამ უფლების შეზღუდვა ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული წესით, ისე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შედეგად.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]