• გადაცემები

    2 დეკემბრის ჩანაწერი (2016) გადაცემის თემაა ქალთა გენიტალიების დასახიჩრების კრიმინალიზაცია. ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა ცოტა ხნის წინ გამოვლინდა საქართველოში, კერძოდ კი ყვარლის რაიონის სამ სოფელში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ.

    რა ზეგავლენას მოახდენს მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებაზე? რა პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი პანკისის ხეობაში ახმეტის მუნიციპალიტეტის და საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წელს, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას? ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას?

    რა არის იმის მიზეზი, რომ როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, სამინისტროებში, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილები? რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ვითარების შესაცვლელად?

    გაჩნდა თუ არა ახალი საშუალება ძალადობრივ ექსტრემიზმში ჩართულობისთვის სოციალური მედიისა და კომუნიკაციის ონლაინ პლატფორმების გაზრდილი მოხმარების შედეგად? რამდენად არიან მზად ახალგაზრდები იმისათვის, რომ კრიტიკულად შეაფასონ რადიკალიზაციის შედეგები? რა გავლენას ახდენს არაფორმალური განათლება საფრთხეების შემცირებაზე? როგორ შეიძლება ვიყოთ უფრო მოქნილები რადიკალიზაციის წინააღმდეგ?

    23 ნოემბრის ჩანაწერი (2016) რა საფრთხეებს შეიცავს ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ საქართველოსთვის; რა ფაქტორები უწყობს ხელს დაეშის იდეოლოგიის მხარდამჭერთა გააქტიურებას საქართველოში; როგორ ხდებოდა საქართველოს მოქალაქეების რეკრუტირება და გადინება სირიაში; ამ მიმართულებით რა არის პანკისის ხეობის გამოწვევები; როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ხეობის მიმართ და რა რეკომენდაციებს აძლევს არასამთავრობო სექტორი ხელისუფლებას.

    22 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – რას ნიშნავს დაკავება და რა შემთხვევაშია იგი დასაშვები, რა შემთხვევებში დაიშვება პირის დაკავება სასამართლოს წინასწარი ნებართვის გარეშე? ვის აქვს დაკავების უფლება? როგორია დაკავების საპროცესო წესი, ვის უნდა ეცნობოს პირის დაკავების თაობაზე? რა შემთხვევაში გათავისუფლდება დაკავებული პირი? შეუძლია თუ არა სავარაუდო დამნაშავის დაკავება კერძო პირს? რას ითვალისწინებს კანონი პირის უკანონოდ დაკავების შემთხვევაში?

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]