16 ნოემბრის ჩანაწერი (2016 წ) – პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხეობაში მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება მოსახლეობის დემოტივაციას იწვევს და ხელს უშლის მათი ჩართულობის ხელშეწყობას ეკონომიკურ, საზოგადოებრივ პროცესებში. პანკისის ხეობაში სოციალური დახმარების მავნე ზეგავლენაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც საუბრობენ.
გადაცემაში მცირე მეწარმეობის განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე ვსაუბრობთ.