გადაცემის თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები. რა არის პეტიცია, რა შემთხვევებშია შესაძლებელი პეტიციის მომზადება და საკრებულოში წარდგენა, როგორ და რა ვადაში უნდა განიხილოს საკრებულომ პეტიცია, რა ვალდებულებებს აწესებს კანონი.
გადაცემის თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები, კერძოდ, საკრებულოს კომისიის ფუნქციები და კომისიების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობები, აგრეთვე თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულება.
27 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა მიწის რეგიტრაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. ახალი კანონი 2016 წლის აგვისტოდან ამოქმედდა და მისი მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რასაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
28 სექტემბრის ჩანაწერი (2016 წ) – გადაცემის თემაა წინასაარჩევნო პროცესებში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ჩართულობა, პრობლემები, აქტივობები, შესაძლებლობები და რეკომენდაციები.