„ქართული ოცნებიდან“ ახმეტა–თელავის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის განცხადებით, ახმეტაში ხე–ტყის მოპოვების ლიცენზია მხოლოდ ორ–სამ კომპანიას არ უნდა ჰქონდეს და ადგილობრივი მეწარმეები შეზღუდულები არ უნდა იყვნენ.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტისა და თელავის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარადგინა. როგორც პრემიერმა ახმეტის მაცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა, სამხარაულმა სასოფლო სამეურნეო და მთის რეგიონების განვითარების მიმართულებით სერიოზულად იმუშავა.
საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ დროისთვის ახმეტისა და თელავის N28 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კანდიდატები ოფიციალურად ხუთ პარტიას ჰყავს წარდგენილი. „ნაციონალურ მოძრაობიდან“ კენჭს შაქრო ტერტერაშვილი იყრის, „ქართული ოცნებიდან“ - გელა სამხარაული, რესპუბლიკური პარტიიდან - ლევან ქინქლაძე, ლეიბორისტული პარტიიდან - გია გორთამაშვილი, „თავისუფალი დემოკრატებიდან“ - ოთარ კვირიკაშვილი.
23 იანვარს ახმეტაში პოლიციის თანამშრომლებმა მამა – შვილი გოჩა გორგიშვილი და ასლან წუწაშვილი დააკავეს. „სოკარ ჯორჯიას“ ბენზინგასამართი სადგურის ვიდეოკონტროლის მიერ გადაღებული მასალიდან ჩანს, რომ მიწაზე პირქვე დაგდებულ ასლან წუწაშვილს, რომელსაც ზურგსუკან ხელებზე ბორკილები ადევს, სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებიან. შემთხვევის ადგილზე პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და მისი მოადგილეც მივიდნენ.