• პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი და ადგილობრივი მოსახლეობა, 19 ივნისს, ხეობაში საპროტესტო აქცია გამართავს. აქცია სოფელ დუისის შესასვლელში, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრის შენობასთან გაიმართება.

    პანკისში, დღეს დილით მომხდარ ინციდენტში, რომელიც ხეობაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის მამის ახმად კადიროვის ფოტოების გამოჩენას და კადიროვების მხარდამჭერ შეძახილებს მოჰყვა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონფლიქტი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის იყო. „სამართალდამცველებმა მდგომარეობა განმუხტეს და სოფელში უკვე სიმშვიდეა. სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით, ახმეტის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორი ჯგუფი. ამ დროისთვის გდდ-ს თანამშრომლები ახმეტაში აღარ იმყოფებიან“, - განუცხადეს პანკისის სათემო რადიოს შსს-ში.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბირკიანსა და დუისში, დღეს, დილით მომხდარი ინციდენტის გამო შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია უკვე განმუხტულია და სიმშვიდეა. „ინციდენტის შედეგად არავინ დაზარალებულა, რადგან დროულად ჩავერიეთ“ - უთხრა პანკისის სათემო რადიოს სალაფიტური თემის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ ფარეულიძემ.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში, დუისსა და ბირკიანში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმი და დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

    „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მითუმეტეს ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს“, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]