• „შევეცდებით, ყველამ ერთად თავიდან ავიცილოთ ის რუსული პროვოკაცია, რომელიც პანკისში არეულობას და სპეცოპერაციების ჩატარებას ემსახურება. ჩვენ ამის შესახებ გვაქვს ინფორმაცია და აქტიურად ვთანამშრომლობთ უცხოელ კოლეგებთან იმისთვის, რომ ეს სიმართლე საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიტანოთ“, - განაცხადა გაზეთ „ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პანკისში, ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.

    ყოველთვის, როდესაც სოფლის სტადიონთან შინდისფერი „ჟიგული“ გამოჩნდება, საკობიანოელმა ბავშვებმა იციან, რომ ფეხბურთის გაკვეთილი იწყება. ძველი, საბჭოთა მანქანით, ვარჯიშზე, მათი მწვრთნელი, 81 წლის ნიკო ჯაბანიშვილი დადის.

    პანკისისა და ხადორის ხეობებში, ჰიდროელექტროსადგურების „ხადორის 3“-ის და „სამყურისწყალი 2“-ის მშენებლობისა და გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე, 11 აგვისტოს, პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში დისკუსია გაიმართება.

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელების მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებულ, რუსეთის მოქალაქე მუსა (მერაბ) ხანგოშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    რამზან კადიროვთან დაახლოებული მუსა ხანგოშვილი დღეს გურჯაანში დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხანგოშვილი დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას პოლიციელის მიმართ. დანაშაული სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

    პანკისელებმა ახმეტა-თელავის მაჟორიტართან ორსაათიანი დახურული შეხვედრა ისე დატოვეს, რომ პასუხი თითქმის არცერთ შეკითხვაზე მიუღიათ. გელა სამხარაულმა ჟურნალისტებს დარბაზი საუბრის დაწყებამდე დაატოვებინა და მიზეზად ადგილობრივების მოთხოვნა დაასახელა. მონაწილეთა ნაწილმა დეპუტატს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი გადაწყვეტილება არ გაუპროტესტებია. პანკისელი ახალგაზრდები თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმესა და ჰესების საკითხზე მაჟორიტართან შეხვედრას 7 თვე ელოდნენ.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]