• GFK-ის ეგზიტპოლის პირველადი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა - 39,9 % უჭერს მხარს, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ – 32,74%. ეგზიტპოლის მიხედვით, 5%-იან ბარიერს ასევე ლახავს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელსაც 5,76% აქვს.

    15:00 საათის მდგომარეობით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 34,79% (1 222 634 ამომრჩეველი) შეადგინა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

    საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა მე-9 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ირჩევს. 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში - 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა.

    8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების კენისყრის დღეს, პანკისის სათემო რადიო WAY ახალ ამბებს დილის 9 საათიდან საათში ერთხელ, ყოველ სრულ საათზე შემოგთავაზებთ.

    საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის 8 ოქტომბერს საქართველოში სულ 3 645 საარჩევნო უბანი გაიხსნება, აქედან 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანი იქნება.  55 უბანი გაიხსნება  საზღვარგარეთ, 40 ქვეყანაში.

    8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 84 აკრედიტირებული მედია ორგანიზაცია და ათასზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებს ყველაზე მეტი - 184 ჟურნალისტი „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გააშუქებს.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]