• მაყვლის, ჟოლოსა და კომშის კულტურების გასაშენებლად სახელმწიფო ფერმერებს ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობის ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს. შესაბამისი ცვლილება შევიდა პროექტში „დანერგე მომავალი“, რომელიც საქართველოს მასშტაბით მრავალწლოვანი კულტურების გაშენებას ითვალისწინებს.

    ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც.

    2017 წლის მაისში პანკისის ხეობაში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორისა და დუისის საჯარო სკოლის პედაგოგების შეხვედრაზე მიიღეს.

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ახმეტის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა ხმების 73.83% (17 089 ხმა) მიიღო.

    საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისთვის ახალი პროექტი „სტარტაპ მეგობრული“ დაიწყო, რომელი დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ გაგრძელებაა. „სტარტაპ მეგობრული“ სტარტაპებს მსხვილ ბიზნესკომპანიებთან ურთიერთობის დამყარებაში დაეხმარება, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს, სხვადასხვა დარგის განვითარების პროცესში ჩართვისა და ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას მისცემს.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ინტერნეტთან წვდომა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში თანაბრად უნდა იყოს შესაძლებელი. ქუმსიშვილის თქმით, 2-3 წელიწადში ინტერნეტის პრობლემა საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში მოგვარდება.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]