ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას. ამჯერად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, ქობულეთის რაიონ სოფელ ცეცხლაურში, ჯამში 22ჰა ფართობზე, ლურჯი მოცვისა და დაფნის ბაღის გასაშენებლად 1.2 მილიონი ლარის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა.
„თეგეტა მოტორსი“ ახალგაზრდების დასაქმებაზე ზრუნვას აგრძელებს. მათ, ვისაც სურვილი აქვთ, შეისწავლონ და პროფესიად აქციონ ავტომობილის შეკეთება, მოსწავლე მექანიკოსის მოკლე ან გრძელვადიან პროგრამებს სთავაზობს. პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება „თეგეტა მოტორსში“ და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად სფეროში.
2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმი“ Financial Times-ის და Statista-ს მიერ დასახელდა როგორც კლიმატის ლიდერი კომპანია პერსონალური და საყოფაცხოვრებო საქონლის სექტორში, იმ ევროპულ კომპანიებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სასათბურე გაზების ემისია 2015–2020 წლებში. გასულ წელთან შედარებით „ორიფლეიმი რეტინგში დაწინაურდა და ამჟამად #1 ადგილს იკავებს.
ფინკა ბანკი 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით მომხმარებლებისთვის საინტერესო აქციების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის.
ფინკა ბანკში სიახლეა - მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ისარგებლონ განახლებული პირობებით სესხებსა და ანაბრებზე.