პანკისის სათემო ორგანიზაცია ეხმაურება 23-24 ივლისს, დუისსა და მატანში მომხდარ ინციდენტებს, რა დროსაც რამდენიმე ადამიანს სცემეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ თამარ ყეინიშვილმა და საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პირობა დადეს, რომ პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობის მიერ წარდგენილ პეტიციაზე რეაგირებისთვის, სამუშაო ჯგუფს შექმნიან. საკრებულო დღეს აპირებდა, ცნობად მიეღო მუნიციპალიტეტის მერის იოსებ ქარუმაშვილის წერილი, რომლის თანახმადაც, პანდემიის პოსტკრიზისული სიტუაციის ფონზე, ფინანსთა სამინისტრო ახმეტის ბიუჯეტს მნიშვნელოვნად ამცირებს, რის გამოც ამ ეტაპზე, პანკისის ხეობაში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა შეუძლებელია.
1-ელ ივლისს, 13:00 საათზე, პანკისის სათემო ორგანიზაცია რადიო WAY-ის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
დღეისათვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, ბევრგან, ხელი საერთოდ არ მიუწვდებათ რაიმე სერვისებზე, ვგულისხმობთ არაფორმალური განათლების, გართობის, სპორტის საშუალებებს. სოფლების უმეტესობაში მოშლილია კულტურული და სპორტული ინფრასტრუქტურა; არ არსებობს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც გადაადგილების შესაძლებლობას მოგვცემდა, რომ იმ მწირი სერვისებით მაინც გვესარგებლა, რაც რაიონულ ცენტრებშია; მუნიციპალური ბიუჯეტებიდანაც ჩანს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება არ არის პრიორიტეტი.
პანკისის ხეობის 15 სოფლის მოსახლეობამ, მუნიციპალური, იაფი ტრანსპორტის დანიშვნის მოთხოვნით, ახმეტის საკრებულოში პეტიცია წარადგინა. პეტიციას ხელს 358 ამომრჩეველი აწერს.
პანკისის ხეობის ქისტურ და ქართულ სოფლებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა პანკისის სათემო ორგანიზაცია დააფუძნეს. ორგანიზაციის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა ლუიზა მუთოშვილი აირჩიეს, თავმჯდომარის მოადგილედ კი თამარ გოზალიშვილი.
ყველაფერზე, რაც სჭირდებათ და აინტერესებთ, ყოველ ორშაბათს, საღამოს 5 საათზე რადიოკაფეში ხვდებიან. რადიოკაფე თავისუფალი სივრცეა, ოღონდ ჯერ მხოლოდ რადიოა.